Responsive image
img





სახელი: ეშლი ჯადი / Ashley Judd
კარიერა: მსახიობი
სიმაღლე: 1.70
დაბადების თარიღი: 19 აპრილი, 1968
დაბადების ადგილი: გრანდა ჰილსი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ















ეშლი ჯადი დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს კალიფორნიაში. მისი დედა ცნობილი მომღერალი ნაომი ჯადია. 1972 წელს მისი მშობლები გაიყარნენ და ორ წელიწადში ეშლი დედასთან და დასთან ერთად კენტუკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახი დიდი გაჭირვებით ცხოვრობდა, ამიტომაც ეშლის 12 სკოლის გამოცვლა მოუწია. როდესაც ჯადის 14 წელი შეუსრულდა, უკვე ძალზედ პოპულარული იყო მისი დედისა და დის დუეტი "The Judds". მალე ოჯახი მატერიალურადაც მოძლიერდა. ეშლი კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1990 წელს მან სწავლა მიატოვა და ის მხოლოდ 2007 წელს დაასრულა. მან ფრანგულ ენაში ბაკალავრის სტიპენდიაც აიღო. ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ ეშლიმ ტელესერიალებში მონაწილეობა დაიწყო. 1991 წელს მან პატარა როლი მიიღო სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“. ამავდროულად ეშლი ოფიციანტად მუშაობდა რესტორანში.


ფილმოგრაფია