Responsive image
img





სახელი: კლერ ფოი / Claire Foy
კარიერა: მსახიობი
სიმაღლე: 1.62
დაბადების თარიღი: 16 აპრილი, 1984
დაბადების ადგილი: სტოკპორტი, დიდი ბრიტანეთი















კლერ ელისაბედ ფოი (ინგლ. Claire Elizabeth Foy; 16 აპრილი, 1984) — ინგლისელი მსახიობი. მსახიობობა შეისწავლა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში და ოქსფორდის დრამის სკოლაში. 2008 წელს დებიუტი შექმნა ამერიკულ კომედია-დრამის პირველ სერიაში, „იყო ადამიანი“. 2008 წელს ტიტულოვანი როლი ითამაშა BBC One-ს მინისერიალში, „ციცქნა დორიტი“. 2011 წელს ითამაშა ამერიკულ ისტორიულ ფანტაზიაში, „ალქაჯების დრო“. ამ როლს მოჰყვა სხვა წამყვანი როლები სატელევიზიო სერიალებში: ბრიტანული ტელე-სერიალი „პირობა“ (2011), ამერიკული სათავგადასავლო დრამა „ძვლები და თავის ქალა“ (2014). ბრიტანულ მინისერიალში „მგლის დარბაზში“, ენი ბოლეინის თამაშისთვის, ფოი დაჯილდოვდა პრიზით. The Netflix-ის ისტორიული დრამის, „გვირგვინის“ პირველ და მეორე სეზონებში დედოფალი ელისაბედ მეორეს განსახიერებით, კლერ ფოიმ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო სტივენ სოდერბერგის ფსიქოლოგიურ თრილერში, „შეურაცხადი“. ამერიკელი ავსტრონავტის, ნილ არმსტრონგის მეუღლის, ჯანეტ შერონის როლი ითამაშა, 2018 წლის ბიოგრაფიულ დრამაში, „პირველი კაცი მთვარეზე“. ამ როლის განსახიერებისთვის, ფოი ნომინირდა ოქროს გლობუსზე და BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის.


ფილმოგრაფია